salxino |
სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ზენობანი). მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 100 მეტრი. ვანიდან 3 კილომეტრი.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1820 (ზენობნის ჩათვლით) ადამიანი და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მეორე დასახლებული პუნქტი იყო ქალაქ ვანის შემდეგ. გავრცელებული გვარებია: ძაგნიძე, ბაღდავაძე, დვალიშვილი, ქიმუცაძე, ლორთქიფანიძე, ეფრემიძე, ტრაპაიძე, როხვაძე და ჩახუნაშვილი.
სოფელს ესაზღვრება ქალაქი ვანი, დიხაშხო, ზენობანი, ზედა ვანი, ტყელვანი და გადიდი. სოფელში არის თერმული წყლების რამდენიმე წერტილი.
სოფელში დაიბადა ცნობილი მეცნიერი პედაგოგიკის დარგში, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე.
demografia
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
2002 |
1925 |
2014 |
1321 |
|